პატრიარქის გარდაცვალება

EU-ს წარმომადგენლობა: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია II-ის გარდაცვალების გამო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა" - წერია განცხადებაში.

კომენტარები