უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, "რუსი აგრესორის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების შემცირების" კამპანიის ფარგლებში 15 მარტის ღამის საათებში უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში.
შედეგად, გენშტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებ დანადგარსა ორ რადიოლოკაციურ სადგურს, Противник-სა და Пароль-ს დაარტყა.
ამავდროულად, განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ 10 მარტის იერიშის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ოკუპირებული ყირიმის დასახლება პრიმორსკის ვალდაის სარადარო კომპლექსიც.
"მტრის საჰაერო თავდაცვითი აღჭურვილობის სისტემატური განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს მის უნარს, რომ საჰაერო სივრცე გააკონტროლოს და სხვა სამხედრო ობიექტები დაიცვას." - წერს უკრაინის გენშტაბი.





