უკრაინის საჰაერო ძალების კომუნიკაციების უფროსმა, იური იჰნატმა განაცხადა, რომ 14 მარტის ღამის საათებში რუსეთმა უკრაინისკენ დიდი ოდენობით ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, თუმცა, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანის უვნებელყოფა შეძლეს.
იჰნატის თქმით, რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტების მოგერიებაში ჩართული იყვნენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.
"ამან ბალისტიკური რაკეტებისა და რაკეტების უმეტესობის მოგერიების საშუალება მოგვცა, რომლებიც ბალისტიკური ტრაექტორიებიდან გვიტევდნენ. ამასთანავე, ჩვენ შევძელით ფრთოსანი რაკეტების 100%-ის უვნებელყოფა. ძალიან იშვიათია Kh-101-ის ან Kalibr-ის რაკეტების 100%-ის მოგერიება," აღნიშნა მან.
ამას გარდა, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ასევე გაუშვა "ისკანდერის" ტიპის 13 ბალისტიკური რაკეტაც, რომელთაგანაც 7 განადგურდა ან ჩაახშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ასევე ჩაახშო ან გაანადგურა რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 402 დრონი 430-დან.





