16 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები "საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს" განიხილავენ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარ დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკითხზე წევრი ქვეყნების მინისტრებს ინფორმაციას საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები გაუზიარებენ.
"საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან" - წერია დღის წესრიგში.





