აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ირანმა და ჰეზბოლამ ისრაელზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს

ირანის იერიშის შედეგი ცენტრალურ ისრაელში, 2026 წლის, 13 მარტი
Times of Israel

ირანმა და ლიბანში მოქმედმა ჰეზბოლამ ისრაელზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. 

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ დრონებითა და რაკეტებით ერთობლივი იერიში ყუდსის დღის აღსანიშნავად მიიტანეს. ეს დღე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით "იერუსალიმის დღეს" ნიშნავს, არის თარიღი, რომელსაც პროპალესტინელები აღნიშნავენ.

როგორც ისრაელის მედია, The Times of Israel-ი წერს, თავდასხმა დიდი არ ყოფილა, თუმცა ცენტრალურ ისრაელში ისმოდა აფეთქებების ხმები. ამ ტერიტორიაზე გაშლილ მიდამოებში ჩამოვარდა სულ მცირე ერთი რაკეტა. ცნობები დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.

კომენტარები