10 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსული რაკეტებისთვის მართვად სისტემებს აწარმოებდა.
"ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - ბრიანსკში ქარხანას დავარტყით, რომელიც რუსეთის ფედერაციის ყველა ტიპის რაკეტებისთვის მართვად სისტემებს ამზადებს." - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ოპერაციის შესახებ მას მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ აცნობა.
უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ Storm Shadow-ის ტიპის რაკეტებით მიზანში "კრემნი ელის" ქარხანა ამოიღეს, რომელიც რუსული მიკროელექტრონიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. ქარხანაზე იერიში ადგილობრივმა რუსმა მაღალჩინოსნებმაც დაადასტურეს და განაცხადეს, რომ აფეთქებების შედეგად ქალაქში ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. გენშტაბმა Telegram-ზე იერიშის ამსახველი კადრებიც გაავრცელა:
"სამიზნეს დავარტყით და შეინიშნება მნიშვნელოვანი ზიანი საწარმოო დაწესებულებაში." - განაცხადა გენშტაბმა.




