რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: აშშ-ს თხოვნით რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები გადაიდო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ ამერიკული მხარის თხოვნით დღეს, 10 მარტს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ერთი კვირით გადაიდო, რადგან ახლა "მთელი ყურადღება" ირანში განვითარებულ მოვლენებს ეთმობა. 

"ამ დროისთვის ჩვენი პარტნიორების პრიორიტეტი და მთელი ყურადღება ირანის გარშემო განვითარებულ მდგომარეობას ეთმობა და ამის გამო შეხვედრა, რომელიც ამ კვირისთვის იგეგმებოდა, ამერიკული მხარის ინიციატივით გადაიდო." - განმარტა ზელენსკიმ და დაამატა, რომ "უკრაინა ნებისმიერ დროს არის მზად შესახვედრად ისეთ ფორმატში, რომელიც ხელს შეუწყობს ომის დამთავრებას და რეალისტური იქნება ამ გადმოსახედიდან." 

პრეზიდენტი ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს ფაქტობრივად მუდმივ რეჟიმში აქვს კონტაქტი ტრამპის ადმინისტრაციასთან. 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული მხარე ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში ვითარების მანიპულაციას ცდილობს საკუთარი აგრესიის სასარგებლოდ, "რათა ირანული რეჟიმის იერიშები მეზობელი ქვეყნებისა და ამერიკული ბაზების წინააღმდეგ რუსეთის მეორე ფრონტად აქციოს უკრაინის, და უფრო ზოგადად, მთელი დასავლეთის წინააღმდეგ." 

"ეს არ უნდა დავუშვათ. ბოროტებას არ უნდა მიეცეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, მაგრამ სიცოცხლის დაცვა მკაფიოდ უნდა იყოს კოორდინირებული." - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე. 

კომენტარები