სინამდვილეში ძალიან მარტივია. იმისთვის, რომ ევროკავშირი წევრი ქვეყანა გახდეთ, თქვენ უნდა - უ ნ დ ა - ასახოთ ევროკავშირის კანონმდებლობა თქვენს კანონმდებლობაში. საქართველო ამ გზას ადგა. შემდეგ შეწყვიტა და ახლა იღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება. ამდენად - შეწყვიტეთ კანონმდებლობის მიღება, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. გააგრძელეთ კანონმდებლობის მიღება, რომელიც თავსებადია ევროკავშირთან. ეს არის გზა. და მეორე აშკარა ნაბიჯია - გააჩერეთ პროპაგანდის გიგანტური მანქანა, რომელიც ყოველ დღე, საქართველოს მოქალაქეებს უხსნის, როგორი საშინელია ევროპა, როგორი არამიმზიდველი, უსამართლო, ძალადობით სავსე, ცდილობს გადატრიალება მოაწყოს საქართველოში - ეს ყველაფერი სიცრუეა და შეუძლებელია იმ ორგანიზაციის წევრი გახდეთ, რომელსაც ყოველ დღე საშინელს უწოდებთ.
tbl.ge/7gbn
დაკოპირდა

უპასუხა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა BMG-ს კითხვას - "იქნებ, დამისახელოთ 2-3, რამდენიც გსურთ ნაბიჯი, რამაც შეიძლება საქართველო ევროკავშირთან ისევ დააახლოოს".
პეტერ ფიშერიგერმანიის ელჩი საქართველოშიგერმანია-საქართველოსაქართველო-გერმანიასაქართველო-ევროკავშირიევროკავშირი-საქართველოქართული ოცნებაბიძინა ივანიშვილის რეჟიმი




