აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

CENTCOM: აშშ-ს იერიშის შედეგად იწვის ირანული დრონების ავიამზიდი (VIDEO)

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ აშშ-ს ძალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში ირანის საზღვაო დრონების ავიამზიდ IRIS Shahid Bagheri-ზე, რის შედეგადაც ხომალდი დაზიანდა და ახლა იწვის.

"აშშ-ს ძალები არ ერიდებიან ირანის მთლიანი საზღვაო ფლოტის ჩაძირვის მისიას. დღეს ირანულ დრონების ავიამზიდს, რომელიც უხეშად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიამზიდის ზომისაა, დაარტყეს და ის ახლა იწვის." - წერს CENTCOM და ირანულ გემზე დარტყმის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს:

მანამდე CENTCOM წერდა, რომ აშშ-ს ძალებმა IRIS Shahid Bagheri-ს ოპერაცია "ეპიკური რისხვის" დაწყებიდან პირველივე საათებში დაარტყეს.

ცნობისთვის, აღნიშნული დრონების ავიამზიდი ირანმა ზღვაში პირველად 2024 წლის ნოემბერში ჩაუშვა, ხოლო არმიამ მისი გამოყენება 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო.

კომენტარები