გრანტების რუსული კანონი

აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორი გზით არ მიდის – კალასი გრანტების რუსულ კანონზე

კაია კალასი
Olivier Matthys/EPA-EFE

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ქართული ოცნების მიერ გრანტების რუსული კანონის მიღებას "უკიდურესად სამწუხაროს" უწოდებს. განცხადება კალასმა ევროკოპის კითვხის პასუხად გააკეთა. 

"ამ კანონების მიღება ძალიან სამწუხაროა და აჩვენებს რომ საქართველოს ხელისუფლება სწორი მიმართულებით არ მიდის, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ" - თქვა კალასმა. 

4 მარტს, ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო გრანტების რუსული კანონი, რომელიც ასევე მათი ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებასაც გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 316-ე პრიმა მუხლი - ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირი "პოლიტიკური აქტივობისთვის" პირველ ჯერზე 20 000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი შემთხვევა კი 3 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. 

რეჟიმი ასევე სისხლისსამართლებირვი წესით დასჯადს ხდის გარე ლობიზმს, ცვლილებები შეიტანა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

კომენტარები