i24NEWS-ის ცნობით, ერაყში განლაგებულმა ათასობით ქურთმა მებრძოლმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სახმელეთო შეტევა დაიწყო.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ირანის ქურთისტანის პოლიტიკური ძალების კოალიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქურთების შეიარაღებულმა ჯგუფებმა შეტევა უკვე დაიწყეს.
მათივე ცნობით, ქურთმა მებრძოლებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტიასთან (PJAK), ირანის ტერიტორიაზე საბრძოლო პოზიციების დაკავება 2 მარტს დაიწყეს.
ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის რეჟიმის ძალებმა ქალაქ მარივანის ტერიტორიის გარშემო თავდაცვითი პოზიციების გამყარება დაიწყეს. მათივე ცნობით, ქურთმა მებრძოლებმა პოზიციები, მათ შორის, სწორედ მარივანის სამხრეთ ნაწილში, მთებში დაიკავეს.
i24NEWS წერს, რომ ათასობით ქურთი მებრძოლი ირანის მთიან რეგიონებშია განლაგებული, განსაკუთრებით კი ზაგროსის მთების სიღრმეში.





