[ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი იერიშები] გამოხატულებაა იმ მდგომარეობის, რასაც ბევრი აღიარებს უკვე მსოფლიოში და რაზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით - წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მოშლილია. ის, რაზეც საუბარი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არსებობს რაღაც ჩარჩო, ეს ჩარჩო რეალურად აღარ არსებობს. საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ ისედაც დგას დიდი, ძლიერი სახელმწიფოებისთვის ეს ჩარჩო რამდენად არსებობდა ოდესმე, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ასეთი წესრიგი აღარ არის. [...] მშვიდობა არის უფრო გამონაკლისი, ვიდრე წესი და როგორც ჩანს, ომი, კონფლიქტი არის უფრო ბუნებრივი მდგომარეობა, ვიდრე მშვიდობა. ამიტომ, მშვიდობას სჭირდება სწორედ ძალისხმევა და არა ომს. ომის დაწყება ძალიან ადვილია, კონფლიქტის მიზეზი, საბაბი ყოველთვის არსებობს სხვადასხვა ქვეყნებს შორის, მათ შორის, ვხედავთ, პარტნიორებიც კი დღეს ერთმანეთში კინკლაობენ - რთული არის მშვიდობა და ეს არის მათ შორის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს.
[...] ის რაც ეხება რეგიონს, გვეხება ჩვენც - პირდაპირ თუ არაპირდაპი. დღეს ვხედავთ, რომ ამ ესკალაციაში, რომელსაც აქვს ყველა პოტენციალი, რომ გადაიზარდოს რეგიონულ ომში, თუ არა უფრო მეტში, უკვე ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ისინიც, რომლებიც არ მონაწილეობდნენ თავდაპირველ ქმედებებში.
აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში
პაპუაშვილი ირანზე: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს





