აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს. 

წყარო თურქეთის დიპლომატიური უწყებიდან გამოცემა Reuters-ს ეუბნება, რომ შეხვედრაზე ირანულ ბალისტიკურ რაკეტასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თურქული მხარე ირანის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემს და შეშფოთებას გამოხატავს. 

ცნობისთვის, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.

სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და დაამატა, რომ თურქეთი იტოვებს უფლებას უპასუხოს მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ მტრულ ქმედებას. ამასთან, თურქეთმა მხარეებს მოუწოდა თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

კომენტარები