აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ჰეზბოლას იერიშების ფონზე, ისრაელი ლიბანის სამხრეთში დამატებით პოზიციებს დაიკავებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის საზღვართან, 2023 წლის 11 ოქტომბერი.
Ayal Margolin/Flash90

პრორიანული დაჯგუფების, ჰეზბოლას იერიშების ფონზე, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ლიბანის სამხრეთში დამატებით პოზიციებს დაიკავებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ისრაელის დასახლებების "პირდაპირი ცეცხლისგან" დაცვაა.

"რათა შევზღუდოთ ისრაელის დასახლებებზე პირდაპირი ცეცხლის შესაძლებლობა, პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე IDF-ს მივეცით ლიბანში დაწინაურებისა და დამატებითი ხელსაყრელი პოზიციების დაკავების და აქედან სასაზღვრო დასახლებების დაცვის ავტორიზაცია." - თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

"IDF-ი აგრძელებს ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეების წინააღმდეგ ძალისმიერ ოპერაციებს. ტერორისტული ორგანიზაცია იხდის და გააგრძელებს მძიმე საზღაურის გადახდას ისრაელისთვის ცეცხლის გახსნისთვის." - დაამატა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები