ქართულმა საზოგადოებამ ეს ავტომობილი - ნაცმოძრაობის სახით, ჯერ კიდევ 2012 წელს ჩააბარა დაშლილებში, მაგრამ ამ დაშლილების ნაწილებიდან ყოველ ჯერზე, არჩევნებზე, აწყობდნენ და აკოწიწებდნენ ამ ავტომობილს არჩევნებამდე რომ მიეღწიათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, 10-ჯერვე დამარცხდნენ და ისევ ჩაბარდნენ დაშლილებში.
ახლა დაშლილებიდან მხოლოდ ცხრა ნაწილი შეიკრიბა და გამოაცხადეს, რომ ერთად კი ვართ, მაგრამ მაინც ჩვენ ჩვენი გზები გვაქვს სათითაოდო - ნიშნავს, რომ ის ავტომობილი ნაცმოძრაობის სახით, ვერასოდეს ვერ აღდგება. [...]
ახლა ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად აკლია ზურაბიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს დღეებში უკვე ისეთი მყარი მტკიცებულებით, რომელიც ჩვენ, საგამოძიებო კომისიამ გადავედიც, აუცილებლად გამოაცხადებს ანტისახელმწიფოებრივად ამ ცხრა დაშლილი ნაწილიდან მათ უმრავლესობას. [...]
ახლა შეიძლება რომ ჩვენ დავიშალოთ 9 ნაწილად, ყველამ ჩვენ-ჩვენი პარტია შევქმნათ და გითხრათ, რომ ალტერნატივა შევქმენით?! როცა ალტერნატივა ვართ ჩვენ უკვე, როგორც პოლიტიკური პარტია ხალხის ძალა.
ოპოზიციის ალიანსი
მაჭარაშვილი ოპოზიციურ ერთობაზე: ალტერნატივა ჩვენ უკვე ვართ - პარტია ხალხის ძალა





