ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის ცოლი, მანსურე ხოჯასტე ბაგერზადე, დარტყმების დროს მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. თავად ხამენეი ისრაელმა 28 თებერვალსვე მოკლა.
1-ელ მარტს ირანული სამთავრობო მედიები წერდნენ, რომ იერიშებს ასევე ემსხვერპლა ხამენეის ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის, მისი ქალიშვილი, შვილიშვილი, სიძე და რძალიც.
IDF-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი თეირანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად არის მოკლული.
"ალი ხამენეის წინააღმდეგ ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელა ზუსტი, მასშტაბური ოპერაცია, რაც მოხდა IDF-ის ზუსტი დაზვერვის დახმარებით მაშინ, როცა ის [ხამენეი] თეირანის გულში, ცენტრალური ხელმძღვანელობის კომპლექსში, იმყოფებოდა, სადაც მას თან ახლდა დამატებით რამდენიმე გავლენიანი მაღალჩინოსანიც." - განაცხადა ისრაელის არმიამ.





