აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს შეესაბამება.
"მე ბევრ ადამიანს ველაპარაკე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ცნობაა." - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.
გამოცემა Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის ინფორმაციით, აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლულია.
პარალელურად, ისრაელური მედიებიც, მათ შორის, Times of Israel, Jerusalem Post და ისრაელის მე-12 არხი ასევე იტყობინებიან ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომ ხამენეი იერიშების შედეგად არის მოკლული.
როგორც Jerusalem Post წერს, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა შეიტყვეს, რომ ხამენეის ცხედარი თეირანში ისრაელის იერიშის შემდეგ შენობის ნანგრევებში იპოვეს. მე-12 არხის თანახმად, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხამენეის ცხედრის ამსახველი კადრები წარედგინა.





