TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

კირცხალია: BBC ეტალონი იყო და რა დღეში ჩააგდო დღევანდელმა განულებული რეიტინგით ხელისუფალმა

ამ თავდასხმის თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე მიზეზი ერთია, რომელი მიზეზითაც ვხედავთ ამათ უსუსურ შემოტევებს ბოლო წლების განმავლობაში. ეს იყო ამის მიზეზი ყველაფრის, რომ ვამბობდით, დარჩენილი აქვთ რამდენიმე ტყვია თავიანთ ბინძურ არსენალში და ამ ტყვიებს ისინი გამოიყენებენ და ეს ტყვიები ყოველთვის მიმართული იქნება ბუნებრივად მათივე წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს არის 21-ე საუკუნეში უსამართლობის ალბათ მწვერვალი, რაც ჩვენ ვიხილეთ. [...]

რაც შეეხება BBC-ის და დიდ ბრიტანეთს, ვინც გაილაშქრა მედიათავისუფლებაზე ჩვენ ქვეყანაში, აქ ეს არის ქვეყანა. რომ არ ვთქვა დიდი ბრიტანეთი ცოტა მიჭირს ამის გამოთქმა ბოლო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ დიდ ბრიტანეთს, როცა დიდს ნებისმიერს, სიტყვას, წყობას, დიდს [ამბობ] ე.ი ის უნდა იყოს დიდი თავისი ღირსებით, დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით და ყველა იმ სტანდარით, რაც ნებისმიერ ქვეყანას სიდიადეს მატებს. BBC ავიღოთ მედიასტანდარტი, რაღაც ეტალონი იყო და რაღაც ოქროს სტანდარტად მიიჩნეოდა, რა დღეში ჩააგდო დღევანდელმა განულებული რეიტინგით ხელისუფალმა და ამაზე ღიად საუბრობს ქალბატონი ტრასი, ყოფილი პრემიერი. [...]

ამბობს ივანიშვილის უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სანქცირებული, სამთავრობო TV იმედის ეთერში [სტილი დაცუილია].

კომენტარები