არც ზელენსკი და არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას. ისინი არიან უმადური ხალხი [...]
სად იყო ბრიტანეთი და ისინი ზელენსკიმ რომ სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ასე უმადური ადამიანია ზოგადად. მე ხომ არ ვამბობ პირველი, ამერიკის პრეზიდენტმა უთხრა, რომ მადლიერება გამოიჩინე ცოტაო და ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას ამერიკის მიმართ არ იჩენს, საქართველოს მიმართ არ იჩენს - ასე არის.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. ახლა დგება ის დღეები და ყველას გაგახსენებთ კიდევ ერთხელ მის სამარცხვინო განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ელჩი რომ გაიწვია იმის გამო, რომ აქედან ქართველები რატომ არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო. [...]
ჩვენ უკრაინელი ხალხისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს.





