რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სირსკის თქმით, უკრაინელებმა სამხრეთის ფრონტზე იანვრის შემდეგ 400კმ² გაათავისუფლეს

ოლექსანდრ სირსკი
Unian

უკრაინის მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, 2026 წლის იანვრის დასასრულის შემდეგ 400კმ²-ის გათავისუფლება შეძლეს. კონტროლი აღდგენილია რვა დასახლებაზე. 

სირსკის თქმით, უკრაინის სამხრეთის საოპერაციო ზონაში სამხედროებმა ილექსანდრივკის მიმართულებით ტერიტორიები სამი რეგიონის: ზაპოროჟიის, დონეცკისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში გაათავისუფლეს. 

უკრაინის მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ წარმატებული მოქმედებების მიუხედავად, ვითარება რთულია, რადგან რუსები აგრძელებენ ზეწოლას არტილერიის, დრონების, ჯავშანტექნიკისა და მცირე ჯგუფებით.

აქამდე, 22 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა 300 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

კომენტარები