ქართული ოცნების პოლიტიკა

პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულები

ამაზე ჩვენს საზოგადოებასთანაც იყო საუბარი, ამ მიმართულებებით, მათ შორის, გიდებს ადრე ჰქონდათ ჩვენთან კომუნიკაცია, იმ მხრივ, რომ ხდება ბაზარზე მათი ჩანაცვლება, შევიწროება ასე ვთქვათ, მოქალაქეობის არმქონე პირების მხრიდან, იგივე ეხება ავტოგადაზიდვას და კურიერების სერვისს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულები.

ამაზე ვსაუბრობთ, რომ სამუშაო ადგილები არის, რეალურად და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით, უპირველესყოვლისა, ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა.

ამიტომ, იქ, სადაც არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებული და ამ სფეროში იყვნენ კიდევაც და მოხდა გარკვეული ჩანაცვლება, აქ სახელმწიფო, უპირველესყოვლისა, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამოდის და შესაბამისად, ეს წესები იქნა დადგენილი.

განაცხადა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
 

კომენტარები