ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა. ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს პრემიერი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.
ირაკლი კობახიძემ პლატონ კალმახელიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
პლატონ კალმახელიძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი დღემდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, ასევე, 2014 წელს არჩეული იყო თელავის მერად". - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კალმახელიძის წინამორბედი, გიორგი ალადაშვილი 11 თებერვალს დაცვის პოლიციის უფროსად დაინიშნა.





