საქართველო-აშშ

კალაძე: დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოხდება აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა

ყველაზე მნიშვნელოვანია საუბრის შინაარსი და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. საუბრის შინაარსი - ის, რომ მათ [ტრამპის ადმინისტრაციას] დახვდათ ძალიან მძიმე, ძალიან ცუდი მემკვიდრეობა და რა არის ეს მემკვიდრეობა ჩვენ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის. ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გახსოვთ, ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლო თვეების განმავლობაში რა განცხადებებს აკეთებდა. ეს იყო სრულიად სამარცხვინო, უბრალოდ წარმოუდგენელი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, არასამართლიანი დამოკიდებულება, განცხადებები, რომლებიც გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით. 

მე ძალიან მიხარია, რომ რუბიომ აღნიშნულთან დაკავშირებით პირდაპირ თქვა, რომ ძალიან მძიმე  და ცუდი მემკვიდრეობა დახვდათ და საჭიროა სიტუაციის გადატვირთვა და განახლება. 

 ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, მოხდეს გადატვირთვა, ჩვენ რა თქმა უნდა, გვჭირდება პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები, რა თქმა უნდა, პატივი უნდა სცენ ჩვენ  დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან დიდი კულტურის, ტრადიციის და ძალიან დიდი ტრადიციის მქონე ქვეყანა ვართ და სწორი დამოკიდებულება, პატივისცემა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა.

თქვა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე საუბრისას სამთავრობო იმედის ეთერში.

კომენტარები