ჩვენ ვიცით ჩვენი გზა, ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში. გამოვედით ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის დაკვეთით ამ სპირალიდან, როდესაც საქართველო შესციცინებდა თვალებში ნებისმიერ მის პარტნიორს.
ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე და გეზზე, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობები, პარტნიორობა, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა, ნებისმიერი კუთხით, მათ შორის, ეკონომიკური, სტრატეგიული და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე. ამას ყველგან ვიმეორებთ და ყოველთვის გავიმეორებთ. დამერწმუნეთ, ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებიდან ნებისმიერ ვიზიტში ამ პათოსით დავდივართ.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი
კირცხალია: გამოვედით სპირალიდან, როცა საქართველო თვალებში შესციცინებდა ნებისმიერ პარტნიორს





