ქართულ-ამერიკული ურთიერთობა

შარმანაშვილი აშშ-ზე: ურთიერთობები მთელი სპექტრით გაფუჭდა, ნელ-ნელა ვიწყებთ აღდგენას

იმდენად დააზიანა წინა ადმინისტრაციამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება ამის გამოსწორება.

ერთია რას ვიტყვით ჩვენ და ჩვენი პრეზიდენტი, მეორეა რას იტყვის თვითონ ამერიკის საგარეო უწყება. მისმა სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ში ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები შედგა და ისინი ამ ნაბიჯებს უყურებენ, როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ამერიკელების მხრიდან ოპტიმიზმს გვმატებს, თუმცა ეს რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია და ოპტიმიზმით უნდა ვუყუროთ.

დეტალებშიც კი ემთხვევა ჩვენი მსოფლმხედველობა ამერიკის ადმინისტრაციას. ის ცნობილი თარიღიც კი, რომელიც ჩვენთან ოჯახის სიწმინდის თარიღად გამოვაცხადეთ, იქაც ლოცვის თარიღად გამოაცხადა ადმინისტრაციამ.

(...) საქმის გაფუჭება არის ადვილი, თორემ შემდეგ ამის შემოტრიალება ძალიან რთულია. აქ ურთიერთობები მხოლოდ ერთჯერადად კი არა მთელი სპექტრით გაფუჭდა, მაგრამ ნელ-ნელა ვიწყებთ აღდგენას. 

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები