ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართული მიღების ფარგლებში ამერიკის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"პირველ დღეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას ბევრი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. სწორედ იმისთვის იყო ეს ვახშამი ორგანიზებული, რომ ჩვენ გვქონოდა ერთმანეთთან გასაუბრების საშუალება და ამ ფორმატში გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდი ამერიკის ვიცეპრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.
ძალიან თბილი შეხვედრა. იცით, რომ არსებული ადმინისტრაცია იმ ღირებულებით ნაწილში, რომელსაც ჩვენ უკვე წლებია ვადგავართ, ჩვენი ქვეყანა, ეროვნულ ინტერესებს, ოჯახურ ღირებულებებზე, სხვათაშორის, აღნიშნა ქრისტიანული, ისტორიული ჩვენი ქვეყნის ესეთი დამოკიდებულება იცოდა ვიცეპრეზიდენტმა და კარგი სიტყვები არ დაიშურა, ჩვენი პატრიარქიც ახსენა, სხვათაშორის და ასეთი თბილი, კარგი ურთიერთობა გვქონდა.
ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიურად, როგორც ამ თბილი შეხვედრის შემდეგ იყო შთაბეჭდილებები ერთმანეთის მიმართ." - თქვა ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან.





