ქართულ-ამერიკული ურთიერთობა

კალაძე რუბიოზე: ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ

ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ, დავიწყოთ ახალი ფურცლით, მოვახდინოთ გადატვირთვა. საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის მზად არის და მივესალმებით ამ დამოკიდებულებას, რაზეც იყო საუბარი. მოლოდინიც, რა თქმა უნდა, არის.

საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი და ვამბობთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი გახლავთ, მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი.

პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პატივი უნდა სცენ ჩვენს წარსულს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ამასთან ვთქვით, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით.

ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, კატეგორიულად მიუღებელი იყო იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, არასამართლიანი დამოკიდებულება, სიცრუე, თუნდაც იგივე სანქციებთან დაკავშირებით - არანაირი არგუმენტი და განმარტება.

კომენტარები