რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-მ უკრაინისთვის $185 მილიონის სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების მიყიდვა დაამტკიცა

Getty Images

6 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის $185 მილიონის ღირებულების სამხედრო პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა, რომელიც აშშ-ს მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სატრანსპორტო საშუალებებისა და შეიარაღების სისტემების მხარდასაჭერად, სათადარიგო ნაწილებისა და შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს.

განცხადების თანახმად, პაკეტი IX კლასის სათადარიგო ნაწილებსა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას მოიცავს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სათადარიგო ნაწილები უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ველზე ეფექტიანობას გააუმჯობესებს, რადგან უფრო სწრაფი და გამძლე სარემონტო სამუშაოები გახდება შესაძლებელი.

კომენტარები