ფრანგული გაზეთ L’Express-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავარი მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში, ემანუელ ბონი, ამ კვირის დასაწყისში მოსკოვში ჩავიდა და რუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრები გამართა.
გამოცემის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ბონი ვლადიმირ პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს შეხვდა.
წყაროების თქმით, მოსკოვში ვიზიტის მიზანი რუსებისთვის იმის ხაზგასმა იყო, რომ ევროპელები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ევროპულ უსაფრთხოებას ეხება და რომ ისინი ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ავტომატურად არ მოაწერენ ხელს.
ცნობისთვის, ბოლო თვეებში მაკრონი აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ევროპამ მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი უნდა აღადგინოს. ჟუნრალისტებთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინთან დიალოგის განახლება მზადების პროცესშია და ტექნიკურ დონეზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.





