აშშ-რუსეთი

რუსეთის მტკიცებით, აშშ-მ New START-ის ბირთვული შეთანხმების გაგრძელების შეთავაზება დააიგნორა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, აშშ-მ სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომის, იგივე New START-ის შეთანხმების გახანგრძლივებაზე რუსეთის შეთავაზება დააიგნორა

შეთანხმებას, რომელიც მოსკოვმა აშშ-სთან 2010 წელს გააფორმა მზადყოფნაში არსებული ბირთვული იარაღის რაოდენობას არეგულირებს. მას ვადა 2026 წლის 6 თებერვალს ეწურება.

"ჩვენ იდეებს გამიზნულად აიგნორებენ. აშშ-ს ეს მიდგომა არასწორი და დასანანია" – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ცნობისთვის, 2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ განაცხადა.

პუტინის თქმით, აშშ NATO-ს საშუალებით რუსეთს შეთანხმებასთან დაკავშირებით ულტიმატუმებს უყენებდა და ყველა პუნქტის შესრულებას სთხოვდა, როცა, მისივე მტკიცებით, ვაშინგტონი "თავის ნებაზე მოქცევას" გეგმავდა.

New START-ის შეთანხმების მიხედვით რეგულირდებოდა: 

  • 700 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (ICBM), წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტის (SLBM) და ბირთვული შეიარაღებისთვის განკუთვნილი მძიმე ბომბდამშენების განთავსება;
  • 1 550 ბირთვული ქობინის მოთავსება განთავსებულ ICBM-ებზე, SLBM-ებსა და ბირთვული შეიარაღებისთვის განკუთვნილ მძიმე ბომბდამშენებზე (სადაც თითო ბომბდამშენი თითო ქობინად ითვლებოდა);
  • 800 განთავსებული და არაგანთავსებული გამშვები დანადგარები ICBM-სთვის, SLBM-სთვისა და ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი მძიმე ბომბდამშენებისთვის.

 

კომენტარები