რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დონეცკის ოლქში, დრუჟკივკაში რუსეთის იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, დონეცკის ოლქის დასახლება დრუჟკივკაში რუსეთის იერიშს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ 15 ადამიანი.

დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ინფრომაციით, რუსმა სამხედროებმა იერიშისი კასეტური საბრძოლო მასალით მიიტანეს, რაც მოხვდა ბაზრობის ტერიტორიას. ამას გარდა, რეგიონის ხელმძღვანელის ცნობით, რუსებმა ჩამოაგდეს ორი ბომბიც, რის შედეგადაც დაზიანდა ინდუსტრიული ზონა, მრავალსართულიანი შენობა და 3 კერძო სახლი. 

დრუჟკივკა ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქზე იერიშისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა სმერჩი გამოიყენა.

 

კომენტარები