კობახიძის განათლების რეფორმა

კობახიძე: გაერთიანების პირობებში ტექნიკური მიმართულებები ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად

არავითარი ტექნიკურის და ჰუმანიტარულის გაერთიანება სინამდვილეში არ ხდება და რატომ. თვითონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, მოხდა რა?

90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა გაჩნდა ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ არ უნდა ამის გამოსწორება, ეს არასწორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. [...]

არის ძალიან დიდი დეფიციტი როგორც სახელმწიფო სექტორში, მშენებლობით არის მოგეხსენებათ სახელმწიფოც დაკავებული, არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში... კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები. [...]

თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ რას, რომ გაერთიანების პირობებში ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას. ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება თავისი ავტონომიის მაღალი ხარისხი და, შესაბამისად, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი კადრები და მაღალკვალიფიციური კადრები ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ განცხადება ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 29 იანვარს გააკეთა. 

კომენტარები