საიფ-ალ-ისლამ კადაფი

მედია: მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს. ინფორმაცია მედიას კადაფის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა.

წყაროს ცნობით, საიფ ალ-ისლამ კადაფის საკუთარ ბაღში ოთხმა თავდამსხმელმა ესროლა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საიფ ალ-ისლამის სიკვდილი ლიბიური ტელეარხი LANA-ს ეთერში მისმა მრჩეველმა, აბდალა ოთმანმაც დაადასტურა.

საიფ ალ-ისლამ კადაფი მამის მმართველობის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისა და მკვლელობებისთვის საერთაშორისო ძებნაში იყო. 2021 წელს მან ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაცია სცადა, თუმცა, საარჩევნო კომისიამ მას მონაწილეობის უფლება არ მისცა.

კომენტარები