კრიმინალი

მარნეულში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

"დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის დეკემბრიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. 

დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს" - წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები