რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კრემლი: პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ 1-ელ თებერვლამდე კიევზე იერიშების შეწყდეს

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი
Ria

კრემლმა 30 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დათანხმდა 1-ელ თებერვლამდე კიევზე იერიშების შეწყვეტის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის თხოვნას, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის "ხელსაყრელი პირობები" შეიქმნას. 

"პრეზიდენტმა ტრამპმა მართლაც პირადად სთხოვა პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირით, 1-ელ თებერვლამდე, თავი შეეკავებინა კიევზე დარტყმებისგან, რათა მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნილიყო." - განუცხადა რეპორტიორებს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. 

ხოლო კითხვაზე, დათანხმდა მართლაც თუ არა პუტინი ტრამპის თხოვნაზე, მან თქვა: "დიახ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპისგან პირადი თხოვნა იყო." 

წინა დღით, 29 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი დათანხმდა, ცივი ამინდების გამო კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებზე იერიშები შეეწყვიტა, თუმცა, მას არ დაუდასტურებია, როდემდე იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ძალაში. 

ტრამპის განცხადების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა და დაამატა, რომ უკრაინა აფასებს "პარტნიორების ძალისხმევას, დაგვეხმარონ სიცოცხლის დაცვაში."

კომენტარები