29 იანვარს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირს მოუწოდა, ბლოკის მასშტაბით შესვლის აკრძალვა იმ დააწესოს რუსი ყოფილი სამხედროებისთვის, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა მიიღეს.
ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ევროპას უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული გამოწვევა ემუქრება.
"ბუჩადან ბრიუსელამდე გზა არ უნდა არსებობდეს," - უთხრა ცაჰკნამ ჟურნალისტებს ბრიუსელში და დაამატა, რომ ამ წინადადებას იმავე დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წამოჭრიდა.
ცნობისთვის, იანვრის დასაწყისში ესტონეთმა შენგენის ზონაში შესვლა 261 რუს მებრძოლს აუკრძალა. ახლა კი ტალინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კოორდინირებული და უფრო მკაცრი მიდგომისკენ მოუწოდებს.
ცაჰკნას განცხადებით, რუსეთში დაახლოებით ერთი მილიონი მებრძოლია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კრიმინალური წარსულის მქონე პირია, და მათ ომის დასრულების შემდეგ ევროპაში ჩასვლა ვერ უნდა შეძლონ.





