კობახიძის განათლების რეფორმა

გუშინ გავიგეთ, რომ ეს აზრი იყო - გურგენიძე თსუ-სა და სტუ-ის გაერთიანებაზე

"გუშინ გავიგეთ, რომ ეს აზრი იყო." - თქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ თსუ-სა და სტუ-ის გაერთიანების შესახებ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. 

კითხვაზე თვითონ დააფიქსირა თუ არა აზრი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რექტორმა უპასუხა - "არ დამიფიქსირებია. ჩემი პოზიცია ის არის, რაც უფრო უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის, ამაზე ვიმსჯელებთ."

ცნობისთვის, დღეს, ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მიქანაძემ ისიც დასძინა, რომ გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს. 

კომენტარები