ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა "ევროსკოპის" კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოჭრაც არის მოსალოდნელი მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების გასანადგურებლად ახალი შეზღუდვები დააანონსა.
"მოველი, რომ მინისტრების ნაწილი ამ საკითხს წამოჭრიან და როგორც ამას ადრეც ვაკეთებდით, ვინაიდან ჩვენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ვუჭერთ მხარს, მათ შორის არის პრესის თავისუფლებაც, ასე რომ, ჩვენ მოველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას სჩადიან." - ამბობს კაია კალასი.
ცნობისთვის, 28 იანვარს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვთ.





