ჩვენ გვახსოვს მარტა კოსისა და ჰერჩინსკის განცხადებები, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ ყველანაირ გზებს ვეძებთ, რათა კანონმდებლობას გვერდი ავუაროთ და შევძლოთ და დავაფინანსოთ ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენთვის არის მისაღებიო და რომლებიც თავისთავად გამოდიან ხშირ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
სწორედ ამიტომ, რომ გვერდის ავლის საშუალებები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და შეგვიძლია ვთქვთ, რომ გამოირიცხოს ამიტომ გახდა საჭირო, რომ კიდევ ერთხელ განხორიციელდეს ცვლილებები, აღარ გახდეს შესაძლებელი, რომ თანხები ჩაირიცხოს ისე, რომ მთავრობის თანხმობა არ იყოს მიღებული.
[...] სამწუხაროდ, ჩვენ მოგვახვიეს თავს ტერმინი სამოქალაქო საზოგადოება, თითქოს არსებობს პირთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც არის სამოქალაქო საზოგადოება და დარჩენილი ადამიანები ადამიანები არ არიან, მოქალაქეები არ არიან, მათ უფლება არ აქვთ თუ განსაკუთრებულად მხოლოდ და მხოლოდ ამ უფლებები ან ინტერესები ან მიღებული დავალებების ქმედებები არის დასაცავი და შემდეგ თუ ამ ყველაფრის შემზღუდავ [კანონს მიიღებ] ან კრიტიკას განაცხადებ, ეს ყველაფერი გადაითარგმნება დემოკრატიულ უკუსვლაში.





