კრიმინალი

ამხანაგობის კრების ყალბი ოქმი დაამზადა და ავტოფარეხი გადაიფორმა - 1 პირს ბრალი წარედგინა

   
   

პროკურატურამ უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონების დაუფლების მიზნით, ნაცნობის მეშვეობით ყალბი ე.წ. კრების ოქმი დაამზადა, რითაც თითქოსდა ამხანაგობის წევრთა კრების ხმების 100%-იანი თანხმობით, მას საკუთრებაში ავტოფარეხი გადაეცა. ბრალდებულმა აღნიშნული დოკუმენტი საჯარო რეესტრში წარადგინა და უძრავი ქონება მის სახელზე დაარეგისტრირა, რამაც დიდი ოდენობით, 45 000 ლარის ზიანი გამოიწვია.” - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გამოძიება სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები