აშშ

მინეაპოლისში ICE-ის ოფიცრებმა აშშ-ს მოქალაქე მოკლეს

აშშ-ს იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების (ICE) ფედერალურმა აგენტებმა აშშ-ს მოქალაქე კაცი მოკლეს. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, მოკლული 37 წლის ალექს პრეტი იყო, რომელიც მინეაპოლისში ცხოვრობდა და ექთნად მუშაობდა.

ფედრალურ აგენტებსა და მამაკაცს შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცლედა. აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) განაცხადა, რომ აგენტებმა ცეცხლი თავდაცვის მიზნით გახსნეს, როცა შეიარაღებული ალექს პრეტი მათ მიუახლოვდა და განიარაღებისას წინააღმდეგობა გაუწია.

თვითმხილველებმა, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა და გარდაცვლილის ოჯახმა DHS-ის ვერსია  უარყვეს და აღნიშნეს, რომ პრეტს ხელში არა იარაღი, არამედ ტელეფონი ეჭირა. 

შემთხვევის შემდეგ მინეაპოლისში საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები ქალაქიდან ICE-ის ოფიცრების გაძევებას ითხოვენ.

ცნობისთვის, ეს მინეაპოლისში ICE-ის მიერ აშშ-ს მოქალაქის მკვლელობის მეორე შემთხვევაა - 8 იანმვარს ICE-ის ოფიცერმა დაკავების ოპერაციის დროს 37 წლის ქალი, ნიკოლ გუდი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

კომენტარები