რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი კრემლში უიტკოფსა და კუშნერს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი
Gavriil Grigorov / Kremlin / TASS

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან და ტრამპის სიძე, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, ამერიკელ წარმომადგენლებთან რუსეთის "მშვიდობის საბჭოში" მიწვევის საკითხისა და აშშ-ში ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივების ნაწილის მდგომარეობის განხილვაა დაგეგმილი.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრის შედეგების შესახებ ჟურნალისტებს პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი გააცნობს.

კომენტარები