რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი და ზელენსკი სულელები იქნებიან, თუ მშვიდობაზე არ შეთანხმდებიან – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დავოსის ფორუმზე

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს - სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ და "თუ ამას არ გააკეთებენ, ისინი სულელები იქნებიან".

"ვფიქრობ, რომ ისინი [ზელენსკი და პუტინი] ახლა იმ ეტაპზე არიან, როდესაც შეუძლიათ გაერთიანდნენ და შეთანხმება დადონ. და თუ ამას არ გააკეთებენ, ისინი სულელები იქნებიან...

მე ვიცი, რომ ისინი სულელები არ არიან, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ სულელები იქნებიან. ამიტომ არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თქვენ უნდა დადოთ ეს შეთანხმება. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ეს ამად არ ღირს" - თქვა ტრამპმა.

კომენტარები