აშშ-ვენესუელა

აშშ-მ კარიბის ზღვაში კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford

აშშ-ს სამხრეთ სარდლობა აცხადებს, რომ აშშ-მ კარიბის ზღვაში კიდევ ერთი ნავთობტანკერი ვერონიკა დააკავა.

სამხრეთ სარდლობა X-ზე წერს, რომ დაკავების ოპერაცია ავიამზიდ USS Gerald R. Ford-დან ინციდენტების გარეშე ჩატარდა.

"ვერონიკა უახლესი ტანკერია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ კარიბის ზღვაში სანქცირებული ხომალდებისთვის დაწესებული ბლოკადის წინააღმდეგ მოქმედებდა. [...] ვენესუელად მხოლოდ სათანადოდ და კანონიერად კოორდინირებული ნავთობი დატოვებს" - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ვენესუელას გარშემო არსებული ბლოკადის ფარგლებში აშშ-მ სულ მცირე 6 ნავთობტანკერი დააკავა, მათ შორის გემები, რომლებიც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნებოდნენ.

აშშ-მ 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში დააკავა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera, რომლის ესკორტირებისთვისაც კრემლმა წყალქვეშა ნავი და საესკადრო ნაღმოსანი გაგზავნა. 

მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტანკერის დაკავება "რთული გადაწყვეტილება" არ ყოფილა. 

"იქ იყვნენ რუსული გემები... წყალქვეშა ნავი და საესკადრო ნაღმოსანი, ორივე ძალიან სწრაფად წავიდა, როგორც კი ადგილზე მივედით. გემი დავაკავეთ და ახლა ნავთობისგან იცლება." - თქვა მან.

კომენტარები