შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, 2000 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მიმდინარე წლის 14 იანვარს, ბათუმში, სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა. დანის
დემონსტრირებით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა და მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა და ბრალდებულის სახით დააკავა”. - წერს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





