აზერბაიჯანი-სომხეთი

ფაშინიანი: აზერბაიჯანმა ოთხი სომეხი პატიმარი გაათავისუფლა და სომხეთს გადასცა

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, ბაქომ ოთხი სომეხი პატიმარი, გევორგ სუჯიანი, დავიდ დავთიანი, ვიგენ ეულჯეკჯიანი და ვაგიფ ხაჩათრიანი გაათავისუფლა და  ერევანს გადასცა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშიანიანი ავრცელებს.

"გევორგ სუჯიანი, დავიდ დავთიანი, ვიგენ ეულჯეკჯიანი და ვაგიფ ხაჩათრიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებმა გადმოგვცეს და ახლა სომხეთის ტერიტორიაზე,  ჰაკარის ხიდზე იმყოფებიან. სუჯიანს, დავთიანსა და ეულჯეკჯიანს წინასწარი შეფასებით ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ. ხაჩათრიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი წინასწარი შეფასებით დამაკმაყოფილებელია". - წერს ფაშინიანი.

სუჯიანი და დავთიანი აზერბაიჯანის ძალებმა 2020 წელს მთიანი ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის დროს დააკავეს და მათ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამავე პერიოდში დაკავებულ ეულჯეკჯიანს კი 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

კომენტარები