აშშ-ირანი

გააგრძელეთ პროტესტი, დახმარება გზაშია - ტრამპი ირანელ ხალხს მიმართავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Andrew Harnik/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანელ ხალხს მიმართავს და პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

"ირანელო პატრიოტებო - გააგრძელეთ გაპროტესტება, აიღეთ თქვენი ინსტიტუციები!

დაიმახსოვრეთ მკვლელების და მოძალადეების სახელები - ისინი დიდ საზღაურს გადაიღდიან.

ირანელებთან ყველა შეხვედრას ვაუქმებ იქამდე, სანამ დემონსტრანტების უმოწყალო მკვლელობები არ შეწყდება.

დახმარება გზაშია". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truthsocial-ზე.

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე 15 დღის განმავლობაში, გრძელდება.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 544 ადამიანი მოკლა და 10 681-ზე მეტი დააკავა.

ამასთან, მედიის ცნობით, უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

კომენტარები