კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად სასწრაფოს თანამშრომელი ექიმი, 56 წლის სერჰიი სმოლიაკი დაიღუპა.
უკრაინული მედიის ცნობით, ის, სასწრაფო სამედიცინო ჯგუფთან ერთად, კიევის ერთ-ერთ უბანში საცხოვრებელ კორპუსთან რუსული იერიშის შემდეგ დაშავებულებს ეხმარებოდა, როდესაც რუსეთმა განმეორებითი შეტევა დაიწყო. დაშავდა ოთხი სასწრაფოს თანამშრომელიც.
ცნობისთვის, 9 იანვარს, ღამის საათებში, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც ქვეყნის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში ბალისტიკური რაკეტით ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა.





