ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპი ტანკერის დაკავებაზე: რუსული გემები სწრაფად წავიდნენ, როცა ადგილზე მივედით

Mark Wilson / Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავება, რომლის ესკორტირებისთვისაც კრემლმა წყალქვეშა ნავი და საესკადრო ნაღმოსანი გაგზავნა, "არ იყო რთული გადაწყვეტილება."  
  
"იქ იყვნენ რუსული გემები... წყალქვეშა ნავი და საესკადრო ნაღმოსანი, ორივე ძალიან სწრაფად წავიდა, როგორც კი ადგილზე მივედით. გემი დავაკავეთ და ახლა ნავთობისგან იცლება." - თქვა ტრამპმა.  
  
ამასთან, კითხვაზე, დაურეკა თუ არა მას პუტინმა ტანკერის დაკავების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ სურს.  
  
მან ასევე აღნიშნა, რომ კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერს.  
  
"ჩვენ ახლა რუსეთზე დიდი სანქციები გვაქვს. რუსეთის ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ისინი უკრაინაზე დიდები არიან, ბევრად დიდები, უფრო ძლიერი ქვეყანაა." - დაამატა ტრამპმა.

კომენტარები