კრიმინალი

მარნეულის ბაზარში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასაზღვრო სექტორ კარწახში დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლისა და თურქეთის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ "კარწახის" ტერიტორიაზე დააკავეს. 

საქმე ეხება 2026 წლის 4 იანვარს მარნეულის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარ განზრახ მკვლელობას. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამა-შვილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი, მიყენებული ჭრილობის შედეგად  გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს და მის მიმართ კანონით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გატარდა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქება.

 

კომენტარები